9 იანვარს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა. ოფიციალური მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანი იყო ის, რომ კონსორციუმმა ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელმა დირექტომა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ისინი ამზადებენ სარჩელს და მიმართავენ საარბიტრაჟო სასამართლოს. ხოლო საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ინვესტორის ძიების პროცესი კვლავ გამჭირვალედ ჩაივლის და მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პროექტის განვითარებას.
ხელშეკრულების შეწყვეტა იყო მთელი 2019 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ლოგიკური დასასრული, ზუსტად ვიცოდით თუ როგორ დასრულდებოდა მთავრობისა და კონსორციუმის ურთიერთობა, მხოლოდ თანამშრობლობის შეწყვეტის ოფიციალურ გადაწყვეტილების თარიღს ველოდით, თორემ არაოფიციალურად ხელშეკრულება და საქმიანი ურთიერთობა 2019 წლის დასაწყისში შეწყდა. მთავრობა ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს’’ ადანაშაულებს ინვესტორების ვერ მოზიდვაში, მაშინ როცა კონსორციუმს სხვა ბრალდება აქვს მთავრობის მიმართ, რომ მთავრობამ ვერ უზრუნველყო ინვესტორებისათვის გარანტიების მიცემა, არ შეუქმნა მათ კომფორტი და მოლაპარაკებებზე არ დაჯდა მათთან. ცხადია, როცა არ არსებობს არანაირი საკუთრების გარანტია, ამ პირობებში ფინანსების მოზიდვა ძალიან ძნელია, ამას დამატებული ისიც, რომ მთავრობა გარანტორად არ დგება პროექტსა და ინვესტორებს შორის, ეს იწვევს ინვესტორების მხრიდან პროექტისადმი ინტერესის შემცირებას და პროცესები მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადადის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი საბოლოოდ ჩიხში შევიდა. პროექტმა დიდი ხანია დაკარგა ეკონომიკური აქტუალობა და მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ვინ და რატომ არის დამნაშავე? პროექტის გაჩერებით რუსეთი არ გავაბრაზეთ და უნდა გვიხაროდეს, თუ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობისა და თავდაცვის კარგი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან? ანაკლიის პორტი ხომ მხოლოდ პორტი არ არის, გემები რომ მიიღო და ტვირთი ჩამოცალო. ეს არის მსხვილი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი, საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება. ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ტვირთების გადაადგილება მოხდება საქართველოს გავლით, ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები, ბიზნესმენები თუ ინვესტორები თავდაცვის ბადეს ქმნიან თავიანთი ტვირთისათვის, რაც საქართველოს ტერიტორიული დაცულობისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.
რატომ იყო და არის ანაკლიის პორტი პოლიტიზირებული? მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის კონსორციუმი კერძო ბიზნეს სუბიექტებისგან შედგებოდა, თავად ანაკლიის პორტი მისი აკვატორიითა და მიწით არის სახელმწიფო საკუთრება, ანუ ძირითადი აქტივები არის სახელმწიფო საკუთრებაში. ინვესტორს მოლაპარაკებების გამართვა უწევს მთავრობასთან და არა ბიზნესთან, განსხვავება კი ის არის, რომ ვინც აქტივის მესაკუთრეა, ის არის მთავარი, ის არის პირობების განმსაზღვრელი. როცა აქტივების მესაკუთრე კერძო სუბიექტია, მასსა და ინვესტორს შორის მიდის წმინდა ბიზნეს მოლაპარაკებები, სადაც ბიზნესის განვითარებით ორივე მხარე არის დაინტერესებული, რასაც ვერ ვიტყვით მთავრობის მესაკუთრეობის პირობებში. როცა მთავრობა ფლობს მთავარ აქტივს, როცა მთავრობას არანაირი ეკონომიკური და ფინანსური მოტივი არ ამოძრავებს გარდა პოლიტიკური მიზნებისა, ცხადია პროცესი მუდამ პოლიტიზირებული იქნება და საკითხის გადაჭრა დამოკიდებული იქნება მთავრობის ნება-სურვილზე, მათ პოლიტიკურ გემოვნებასა და დამოკიდებულებაზე.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/mtavroba-anakliis-konsorciumtan-xelshekrulebas-wyvets-/46651/
2. ტურისტების რეკორდული რაოდენობა საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით 2019 წელს საქართველოში 9 357 964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც 7,8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან გვეწვია: სომხეთი (+7.6%); აზერბაიჯანი (+7.2%), თურქეთი (+5.3%) და რუსეთი (+4.8%). წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.3 მილიარდ დოლარს (ზრდა +1.4%), რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარგს წარმოადგენს, რომელიც განაპირობებს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, ტურისტული სერვისების განვითარებას და ქვეყნის იმიჯის ზრდას უცხოეთში. ცხადია ტურიზმის განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bm.ge/ka/article/2019-wels-saqartveloshi-9357964-saertashoriso-mogzauris-viziti-shedga---zrda-78-ia/46753/ და https://bm.ge/ka/article/qveynebi-saidanac-saertashoriso-vizitebi-saqartveloshi-yvelaze-metad-gaizarda/46762/
3. ზამთრის კურორტებზე უწყლობის დასრულება
ზამთრის კურორტებზე: ბაკურიანსა და გუდაურში (რედკოს დასახლება) წყლის მიწოდება 7 იანვრიდან აღდგენილია. ტექნიკური პრობლემა - მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობაზე ეკა გალდავას ნაცვლად, გრიგოლ მანდარია დაინიშნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით გაზაფხულის სეზონიდანვე დაიწყება წყალმომარაგების გაუმჯობესების სამუშაოები, რომ კურორტი კლიმატურ ცვლილებებს მომზადებული შეხვდეს და მსგავსი პრობლემები აღარ განმეორდეს.
ტურიზმის აქტუალობაზე მიუთითებს ისიც, რომ 2019 წელს ტურისტების სარეკორდო მაჩვენებელი მივიღეთ. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, მათ ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავთ. შესაბამისად, ტურისტული სერვისების განვითარებისათვის, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავსი პროექტები წლის განმავლობაში უნდა ხორციელდებოდეს, წლის განმავლობაში უნდა შეფასდეს შესაბამისი რისკები და საგანგებო მდგომარეობა პრობლემის დადგომის დროს არ უნდა ცხადდებოდეს.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/mnishvnelovania-turistebs-hqondet-swori-informacia-tu-ra-vitarebaa-bakuriansa-da-gudaurshi/46614/
4. FAO (Food and Agriculture Organization) სურსათის ფასების ინდექსი
2019 წელს დაფიქსირებული 7,0%-იანი ინფლაციის შემდეგ (ბოლოს 7%-ზე მაღალი ინფლაცია 2010 წელს იყო), არავის გაუკვირდებოდა FAO-ს კვლევის შედეგები და საქართველოში დაფიქსირებული პროდუქტების მაღალი ფასები. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, მოიცავს სამომხმარებლო კალათის 5 ძირითად პროდუქტების ჯგუფს (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი). ზეთზე ფასების ზრდის მიზეზად დასახელებულია: მცენარეული ზეთის, საწარმოო პროცესში გამოყენება. ასევე, ფასების ზრდაზე გავლენა იქონია სოიოს, მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთის მარაგების შემცირებამ. შაქრის ფასის ზრდის მიზეზად დასახელდა შაქრის ლერწმის საწარმოო პროცესში გაზრდილი გამოყენება და მსოფლიო ბაზარზე შაქრის მარაგების შეამცირება. ვინაიდან ჩინეთი ხორცის და ხორც პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, ხორცზე ფასების ზრდა განაპირობა ჩინეთში, ღორის აფრიკული ცხელების ეპიდემიის შედეგად შექმნილი ადგილობრივი პროდუქციის დეფიციტმა. მარცვლეულის ფასების ზრდაშიც ჩინეთი მონაწილეობს, ჩინეთში ხორბლის ფქვილზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდა, ხოლო მთავარმა მიმწოდებელმა საფრანგეთმა გაფიცვებისა და საპროტესტო აქციების მიზეზით მიწოდება შეფერხებით განახორციელა. რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილი ფასები გაზრდილი მოთხოვნითა და ევროკავშირისა და ოკეანეთის ქვეყნებიდან მწირი მიწოდებით აიხსნება. ცხადია მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილება საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც აისახება, რასაც თან ემატება ქვეყანაში არსებული დაბალი წარმოება და მაღალი იმპორტის წილი, რის გამოც ლარის ყოველი გაუფასურება კიდევ უფრო აძვირებს იმპორტირებულ პროდუქტებს.
2020 წელს FAO-ს მიერ დაგეგმილი კვლევის შედეგები გამოქვეყნდება შემდეგი თანმიმდევრობით: 9 იანვარი; 6 თებერვალი; 5 მარტი; 2 აპრილი; 7 მაისი; 4 ივნისი; 2 ივლისი; 6 აგვისტო; 3 სექტემბერი; 8 ოქტომბერი; 5 ნოემბერი; 3 დეკემბერი
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/fao-s-sursatis-fasebis-indeqsma-5-wlian-maqsimums-miagwia-/46739/
5. ჰესების გამომუშავება
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში ჰიდროელექტროსადგურებმა 9.2%-ით ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავეს. აქედან გამომდინარე გაიზარდა ელექტრო ენერგიის იმპორტი და თბოსადგურების გამომუშავება.
"ენგურჰესის" ხელმძღვანელობის განცხადებით სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით ენგურჰესის გაჩერება 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. ამ პროექტში მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ განახორციელებს რამდენიმე ათეულ მილიონიან პროექტს, ვინ დააფინანსებს და რამდენად ჩაერთვება ამ პროცესში კერძო სექტორი. ხოლო ამ პერიოდში იგეგმება "ენგურჰესზე" ტურისტული ცენტრის მოწყობა, რაც ამ მიმართულებით ტურიზმის განვითარებაში ნათქვამი ახალი სიტყვა იქნება, სურვილი და პოტენციალი არის, მთავარია რამდენად ეფექტიანად განხორციელდება აღნიშნული პროექტი.
ცხადია ელექტრო ენერგიის წარმოება გასაზრდელია ქვეყანაში, ამ მიმართულებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 225 მილიონ აშშ დოლარის ინვესტირებით გარდაბანში მესამე თბოსადგურის აშენებას აანონსებს. რომლის სიმძლავრე, დაახლოებით, 250-270 მეგავატი იქნება. თბოსადგურების მშენებლობა ცხადია ამცირებს ელექტროენერგიის იმპორტ დამოკიდებულებას, თუმცა ეს ნიშნავს რომ გაზზე მოთხოვნა იზრდება. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია გაზსაცავის მშენებლობის დროულად დასრულება, რაც დამატებითი მარაგების მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. თუმცა 2014 წლის ოქტომბერში წარდგენილი გაზსაცავის პროექტი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში BMG-ის პასუხობენ, რომ ამ დროისთვის გაზსაცავის სამშენებლო კონტრაქტორის გამოსავლენად საერთაშორისო სტანდარტების ტენდერი მიმდინარეობს.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bm.ge/ka/article/2019-wels-saqartvelos-hesebis-gamomushaveba-92-it-shemcirda-/46719/ ; https://bm.ge/ka/article/ra-etapzea-gazsacavis-proeqti---gogc-shi-amboben-rom-tenderi-mimdinareobs/46604/ და https://bm.ge/ka/article/quotengurheszequot-turistuli-centris-mosawyobad-gedf-s-kvlevis-winaswari-shedegebi-aqvs-/46572/
6. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 561 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. რომელიც 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი იქნებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების კონტროლის ცენტრიდან თავის გასამართლებელი საბუთი იყო ის, რომ ეს თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული დონაცია გახლდათ. ასევე იმ პერიოდში როცა მედიკამენტების შემოტანა მოხდა დოლარის კურსიც შედარებით დაბალი იყო ლართან მიმართებაში და რეალურად ნახევარ მილიარდ ლარზე ნაკლები ღირებულების მედიკამენტი გაფუჭდა. ასევე განმარტება იყო გაკეთებული, რომ სახელმწიფო წინასწარ ვერ განსაზღვრავს მედიკამანტების მოცულობას და მას უფრო მეტის შემოტანა უწევს ვიდრე რეალური მოხმარებაა. თუმცა, აქ საუბარია ნახევარ მილიარდამდე ღირებულების მედიკამენტებზე, თუ ქვეყანაში C ჰეპატიტის პრობლემა დგას (ოფიციალური განცხადებებიდან და განმარტებებიდან ეს ასეც ჩანს), რატომ ვერ ახერხებს სამინისტრო მედიკამენტების მაქსიმალურ ათვისებასა და ადამიანების მკურნალობას, ეს ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობასა და სამინისტროს არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. და თუ რეალურად არ სჭირდებოდა ქვეყანას ამ მოცულობის მედიკამენტი, რატომ შემოიტანა (თუნდაც უფასოდ), ან რატომ არ მოხდა დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს ბაზრის შესწავლა? ეს ფაქტი ან ორი მხარის კორუფციულ გარიგებაზე მიანიშნებს ან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის არაეფექტიან მუშაობაზე.
7. ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლები ზოგიერთ პროდუქტზე
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 2.4 ტონა დაუმუშავებუელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა საიდანაც შემოსავალმა 67 მლნ დოლარი შეადგინა. ოქროს TOP-5 ექსპორტიორ კომპანიები გახლდნენ: შპს "რიკო-კრედიტი"; შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“; შპს RMG Gold; შპს „ავაზა“; შპს „სასწორი“
2019 წლის 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $17 მლნ-ის მწვანილი გავიდა. ძირითადი საექსპორტო ბაზრები იყო: სომხეთი ($6.9 მლნ) აზერბაიჯანი ($5.8 მლნ) და რუსეთი ($1.2 მლნ).
"საქართველოს მერძევეობის ასოციაციის მონაცემებით, წლის განმავლობაში რძის პროდუქტების ექსპორტმა 3.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (თუმცა, როგორც ირკვევა ქართული ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს). ხოლო იმპორტმა $71 მილიონი აშშ დოლარი.
,,ნადი ჯგუფის’’ განცხადებით ლოკოკინის 20 ფერმის ამუშავების შემდეგ, ჯამში 300 ტონამდე ლოკოკინის ხორცის მიღება იქნება შესაძლებელი.
https://bm.ge/ka/article/saqartvelodan-eqsportze-24-tona-oqro-gavida---top-5-eqsportiori-kompania-/46745/
https://bm.ge/ka/article/saqartvelodan-eqsportze--17-mln-is-mwvanili-gavida---dziritadi-bazrebi-/46750/
https://bm.ge/ka/article/2019-wels-saqartveloshi-rdzis-produqtebis-importi-10-it-71-milionamde-gaizarda/46788/
8. "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს’’
"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის" ფარგლებში მიმდინარე წლის დასაწყისში 10 ობიექტის პრივატიზება მოხდა, რითაც ბიუჯეტმა ჯამში 4 233 000 ლარი მიიღო. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროექტის ამოქმედებიდან დღემდე სულ პრივატიზებულია 40-მდე ობიექტი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 47 682 200 ლარი შეადგინა.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/turnava-100-sainvesticio-shetavazebis-farglebshi-wels-damatebit-10-obieqti-gaiyida/46678/
9. ვაკანსია საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე
ლევან სურგულაძის მოთხოვნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვებაზე სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა და ოფიციალურად თანამდებობას 16 იანვარს დატოვებს. სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია კი უკვე გამოცხადდა, კონკურსანტს მოეთხოვება უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს სამართლის დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება. ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდე. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ყველა კონკურსანტს წარმატება ვუსურვოთ, ვანდოთ ჩვენი მომავლის ფული და ვილოცოთ სააგენტოს წარმატებით მუშაობისთვის.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bm.ge/ka/article/sapensio-saagentos-direqtoris-tanamdebobaze-vakansia-dges-gamocxaddeba/46713/
10. ლარის კურსი
მიმდინარე კვირას, ლარის კურსი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარი
ევრო
07.01.2020
2,8716
3,2150
09.01.2020
2,8734
3,1972
10.01.2020
2,8870
3,2077
11.01.2020
2,8986
3,2154