საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძლიან მნიშვნელოვანი დატვირთვა.
"კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. აქედან გამოდინარე, ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. საქართველოს მთავრობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული. ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს, რომ მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია. აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური ბიზნესი არის საკმოდ კომპლექსური, ცალკე კომპონენტების განვითარება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ჩვენ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ არ იქნა ეს საერთო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სხვა ლოგისტიკური სერვისების განვითარება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. იცით, რომ ნაწილი ამ ინიციატივის უკვე წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებისათვის. ამ ინიციატივებს აუცილებლად დაემატება სხვა იდეებიც", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამაც ისაუბრა.
"ანაკლიის პროექტი არის განსახილველი პრიორიტეტი, აქ საუბარია კონპლექსურ შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ მას კომპლექსში", - ასეთი პასუხი გასცა ქობულიამ პარლამენტში გაერთაინებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი მისთვის პრიორიტეტი.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოში ერთერთი უმსხვილესია და შეუძლებელია ის პრიორიტეტული არ იყოს, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხს ახალი თვალით უნდა შეხედონ და კვლევები განაახლონ.