მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და პრეზიდენტის მიმართ მუქარას - ესტონეთის პრეზიდენტი

ალარ კარისი

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ქართველების ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ამასთან, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარა დაგმო.

"საქართველოს მომავლისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ მოძებნოს გზები დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის აღსადგენად. მკაცრად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და პრეზიდენტის მიმართ მუქარას",- წერს ალარ კარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები