კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით მიმდინარე წლის 4 თვეში მობილური კომპანიების აბონენტების რაოდენობა 98 000-ით შემცირდა. თუკი წლის დასაწყისში კომპანიებს 5 მილიონ 49 ათასი მომხმარებელი უფიქსირდებოდათ, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით - 4 თვის თავზე, მათი რაოდენობა 4 მილიონ 951 ათასია. ყველაზე მეტი მომხმარებელი კომპანია MAGTI-ს (მაგთი) ჰყავს - 1,9 მილიონი. ცოტათი ნაკლებ- 1,8 მილიონს აბონენტს ემსახურება GEocell (ჯეოსელი), Beeline (ბილაინი) კი მესამე პოზიციაზეა და 1,1 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
გასული 2017 წლის 4 თვესთან შედარებით, წელს კომპანიებს 13 ათასი აბონენტით ნაკლები ჰყავთ.