მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna აპირებს, კორონავირუსის ვაქცინის 80 მლნ დოზა ევროკავშირს მიაწოდოს

5f43d44234a0e
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 20:40
1426
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აპირებს, კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინის 80 მლნ დოზა ევროკავშირს მიაწოდოს. პოტენციური შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კომპანიამ ევროკომისიასთან უკვე დაასრულა. Bloomberg-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, Moderna-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესწავლის ბოლო ეტაპი 27 ივლისს დაიწყო. როგორც მოსალოდნელია, შედეგები სექტემბერში უნდა გახდეს ცნობილი.

კომპანია ირწმუნება, რომ ის შეძლებს მსოფლიოს მიაწოდოს 500 მილიონი დოზა, ხოლო მომავალი წლის განმავლობაში Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის რაოდენობამ, შესაძლოა, მილიარდსაც მიაღწიოს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 800 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კორონავირუსის ვაქცინაზე ათობით ბიოფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ რამდენიმეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები