მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობასთან კომუნიკაცია გასააქტიურებელია"

5ace245c2cb16
თამუნა დემეტრაშვილი
11.04.18 19:03
786
მოსახლეობასთან კომუნიკაცია გასააქტიურებელია და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, -ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ გადაცემაში "საქმის კურსი" სვანეთში ჰესების მშენებლობის გამო არსებული სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, უწყება უახლოეს მომავალში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.

"ყველა პროექტი რომელის განხორციელებაც იგეგმება სვანეთის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ მაქსიმალურად ავუხსნით ამას მოსახლეობას. ვიქნებით მაქსიმალურად გახსნილები, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ინფორმაციული ვაკუუმი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ყველა პროექტს, რომელიც მშენებლობის ეტაპზე გადადის, წინ უძღვის მთელი რიგი კვლევები.

"მე ვიცი ამ პროექტების ტექნიკური მახასიათებლები და ის ინფორმაცია, რის საფუძველზეც პროცესი მშენებლობის ეტაპზე გადავიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სწორად შეხედავენ იმ ინფორმაციას, რის მიწოდებასაც ამ შეხვედრებზე ვაპირებთ", - აღნიშნა მიქაუტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები