მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრავალფუნქციური ავეჯის ქართული სტარტაპი პატარა სახლებისთვის

5b437c074f369
კესო კაციტაძე
09.07.18 20:20
1451
ინოვაციური ქართული სტარტაპი ‘Smart Home space saving furniture’ მომხმარებლებს სივრცის დამზოგავ ტრანსფორმირებად ავეჯს სთავაზობს. პროექტის მიზანია აწარმოოს ავეჯი, რომელიც გამოყენების დროს იცვლის ზომას და ფორმას.

“ვამზადებთ ავეჯს პატარა სივრცისთვის, რომელიც მრავალფუნქციურია, საქართველოში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებსაც დიდი ბინის ყიდვის საშუალება არ აქვთ, სწორედ ამიტომ მეტი კომფორტისთვის, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ამ ტიპის პროდუქცია”, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით Smart Home მომხმარელებს სთავაზობს იმპორტირებულ ავეჯთან შედარებით დაახლოებით 2–ჯერ დაბალ ფასებს. მაღალტექნოლოგიური ავეჯი პრაქტიკულია მცირე ზომის ოფისებში, საცხოვრებელ ბინებსა და ჰოსტელებში.

“ორიენტირებული ვართ ხარისხზე, სწორედ ამიტომ, კონკურენციას ვუწევთ იმპორტირებულ პროდუქციას, ვმუშაობთ კორპორატიულ და ინდივიდუალურ შეკვეთებზე, გვაქვს შოურუმი, ვებგვერდი და ფეისბუქ გვერდი საიდანაც მიმდინარეობს გაყიდვები.” - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას Smart Home–ის დამფუძნებელმა ირაკლი აბულაძემ.
ბრენდი ბაზარზე 5 თვეა რაც გამოჩნდა, Smart Home სამომავლოდ გეგმავს პროდუქციის ექსპორტზე გატანას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა ბელარუსი და ბულგარეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები