მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მერიამ კვლევების ჩატარება უნდა მოითხოვოს"

5b225c605013d
მეგი კავთუაშვილი
14.06.18 16:14
562
თბილისის გენერალურ გეგმაზე მუშაობის ფარგლებში ცალკეულ ტერიტორიებს შეზღუდვები დაედო. როგორც „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ დღეს "საქმიან დილაში" საუბრის დროს განაცხადა, ჩატარდა გეოდინამიკური საფრთხეების კვლევა, რომლითაც ის ტერიტორიები გამოვლიდა, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს თბილისის მერიამ დამატებითი კვლევების ჩატარება უნდა მოითხოვოს. შეზღუდვების ზონაში კლდეებზე შეფენილი ტერიტორიები მოხვდა, რომელთა შორის კერძო საკუთრებაში გაცემული ფართებიც არის.

"მიუხედავად იმისა, რომ კერძო საკუთრებაშია ეს ტერიტორიები, ქალაქის მერიამ აუცილებლად უნდა გაამძაფროს ყურადღება, - ნებართვის გაცემისას მოითხოვოს დამატებითი გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები. ამ ადამიანებმა იციან რომ ფული აქვთ გადახდილი და ნაყიდი აქვთ ნაკვეთი, მაგრამ რა საფრთხე ელოდებათ, ამის წარმოდგენა არა აქვთ და ვიღაცამ უნდა უთხრათ ეს" - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები