Brand footprint-მა 20 ყველაზე პოპულარული ბრენდის სია გამოაქვეყნა. კვლევა ეყრდნობა 43 ქვეყნისა მონაცემებს.
პირველ ადგილზე ჩამონათვალში სასმელების მწარმოებელი კომპანია კოკა-კოლა მოხვდა. სასმელი თავდაპირველად წამლის დანიშნულებით გამოჩნდა ბაზარზე, მისი გამომგონებელი კი ჯონ პენბერტონი იყო, რომელსაც სასმელის გამოშვები იდეა ამერიკის სამოქალაქო ომში დაშავების შემდგომ გაუჩნდა. კოკა-კოლის შემდეგ სიაში კომპანია Colgate გვხვდება. კვლევის მიხედვით, ბრენდის მომხმარებლად მსოფლიოში მაცხოვრებელი ოჯახების ნახევარზე მეტი გვევლინება. მესამე ადგილს შვეიცარიული ბრენდი Maggi იკავებს, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც სხვადასხვა საკვების მწარმოებელი კომპანია. ხუთეულში მოხვდა საპნების მწარმოებელი კომპანია Lifebuoy. კომპანია 1895 წელს ინგლისში დაარსდა და ამერიკის ყველაზე პოპულარულ საპნების მწარმოებელ კომპანიად მიიჩნეოდა. ხუთეულს კი ყველასთვის ცნობილი ჩიფსების ბრენდი Lay's-ი ასრულებს. Lay's-ის პროდუქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყიდება და ის კომპანია PepsiCo-ს ბიზნესის შემადგენელი ნაწილია.
საუკეთესო ბრენდები სრული ჩამონათვალი კი ასეთია:
1. Coca-Cola
2. Colgate
3. Maggi
4. Lifebuoy
5. Lay's
6. Pepsi
7. Nescafé
8. Indomie
9. Sunsilk
10. Knorr
11. Dove
12. Lux
13. Nestlé
14. Sunlight
15. Downy
16. Palmolive
17. Sprite
18. Bimbo
19. Pepsodent
20. Danone