მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმსხვილესი სტარტაპ-კომპანიები მსოფლიოში

5bc7468a33620
მარიამ ადამია
17.10.18 19:20
3984
მსოფლიო თანხმდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია სტარტაპებს ეკისრებათ. ხშირად ამბობენ, რომ ისინი დღევანდელ ეკონომიკასაც კი ქმნიან. მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ-კმპანიების ათეული, რომელთა საბაზრო ღირებულება ბოლო მონაცემებით 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ასე გამოიყურება:

1 Ant Financial: $150 მილიარდი

მართალია ჯეკ მა და მისი უკვე შემდგარი და წარმატებული კომპანია “ალიბაბა” ყველასთვის ნაცნობია, თუმცა არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მისი შვილობილი სტარტაპი - Ant Financial-ი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 100 მილიარდი ამერიკული დოლარია. სტარტაპის წარმატების უმთავრეს მიზეზად ჩინეთის ბაზარზე პოზიციონირება სახელდება. საბაზრო წილით კომპანია ისეთ ბანკებს უსწრებს როგორებიცაა Goldman Sachs და Morgan Stanley.


2 ByteDance: $75 მილიარდი

რეიტინგში მეორე ადგილს ისევ ჩინური, 75 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ტექნოლოგიური კომპანია ByteDance იკავებს, რომელიც სხვადასხვა მედია პლატფორმებს აერთიანებს, ხოლო ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში, სტარტაპის მომხმარებელთა რაოდენობა, დღის განმავლობაში, 120 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა.


3 Uber: $62 მილიარდი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნომერ პირველი სტარტაპ კომპანიად კი, უბერი სახელდება. კომპანია ტაქსის ონლაინ გამოძახების სფეროში პიონერია და მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, ლიდერის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. სტარტაპის საბაზრო კაპიტალიზაცია 62 მილიარდი ამერიკული დოლარია.

4 Didi Chuxing: $56 მილიარდი

უბერს რეიტინგში 56 მილიარდი საბზარო ღირებულებით, სატრანსპორტო მომსახურების კომპანია - DIDI CHUXING-ი მოსდევს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიის მომსახურებით, დაახლოებით 450 მილიონი მომხმარებელი სარგებლობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, კომპანიის მთავარი კონკურენტი სწორედ უბერია, რომელმაც შესაძლოა ჩინურ სტარტაპს სხვადასხვა ქვეყნების ბაზრების დატოვებისკენ უბიძგოს.

5 Alibaba Cloud: $39 მილიარდი


წარმატებულ სტარტაპთა ათეულში, ალიბაბას კიდევ ერთი შვილობილი კომპანია დასახელდა. ალიბაბა cloud-ი ბიზნეს-კომპანიებს მონაცემთა გადამუშავებისა და შენახვის მომსახურებას სთავაზობს, თუმცა სტარტაპი ჯერჯერობით ლოკალურია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაფართოვების პერსპექტივებზე მუშაობენ. რაც შეეხება მის ღირებულებას, ამ დროისთის - 39ტ მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.

6 Airbnb: $38 მილიარდი

მას კი, სულ რაცაღ მილიარდით ჩამორჩება განთავსების ონლაინ-პლატფორმა Airbnb, რომელიც პერმანენტულად მუშაობს განვითარებაზე და ინოვაციების დანერგვაზე. უნდა აღინოშნოს ისიც, რომ სტარტაპი პოპულარულია საქართველოშიც და ბინების გაქირავების საერთაშორისო საიტზე საქართველოდან რეგისტრაცია დაახლოებით 40%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, Airbnb-ის მეპატრონეები, ბიზნესის გაფართოების ფარგლებში, საკუთარი ავიაკომპანიის დაფუძნებასაც განიხილავენ და სამომავლოდ, კლიენტებისათვის ყველა ტურისტული მომსახურების გაწევაზე ფიქრობენ.


7 Meituan-Dianping: $30 მილიარდი

კიდევ ერთ ჩინურ სტარტაპ-კომპანიაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლის ცნობადობაც ჩინეთის ბაზარს არ სცდება. მზა საკვების მიწოდება, პარკინგზე ავტომობილის გარეცხვა, სხვდასხვა აქციები და ფასდაკლებები კინოსა და თეატრის ბილეთებზე - ეს ის მომსახურებებია, რომელსაც სტარტაპი Meituan Dianping გვთავაზობს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 30 მილიარდი ამერიკული დოლარია.


8 Tencent Music: $30 მილიარდი

გარდა ამისა, რეიტინგში მუსიკალური სტარტაპიც მოხვდა, სახელწოდებით Tencent Music, რომლის საბაზრო ღირებულება 30 მილიარდი ამერიკული დოლარია. აქვე დავამატებ, რომ კომპანია გეგმავს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებასაც.


9 SpaceX: $27 მილიარდი

რიგით მეცხრე პოზიციას კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ი იკავებს. კომპანია 2002 წელს ილონ მასკმა დააარსა და მისი მიზანია კოსმოსური ფრენების მკვეთრი გაიაფება, რაც კაცობრიობას მარსის კოლონიზაციის საშუალებას მისცემს. ფასის მკვეთრი შემცირება ძირითადად უნდა მოხდეს რაკეტების მრავალჯერადი გამოყენების შედეგად. სპეისიქსმა უკვე მოახერხა რაკეტის პირველი საფეხურის დედამიწაზე დაბრუნება და რბილად დასმა, ხოლო მისი დამფუძნებლის ირგვლივ ქრონიკული სკანდალების მიუხედავად, ის მაინც ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად რჩება ბაზარზე.


10 Flipkart: $20.8 მილიარდი

ბოლოს, ათეულს, 20 მილიარდი ამრიკული დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით - Flipkart-ი იკავებს. ინდოელი პროგრამისტებით დაკომპლექტებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა 2007 წელს დაფუძნდა და ინდური ბაზრის დაახლოებით, მესამედს აკონტროლებს. მიმდინარე წლის აგვისტოში კი, კომპანია Walmart-მა შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები