მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსხვილი კომპანიების პრივატიზება საფონდო ბირჟის მეშვეობით უნდა მოხდეს"

5b4d78b740254
ლევან თაღიაშვილი
17.07.18 09:30
775
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი “საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან კაპიტალის ბაზრის სწრაფი განვითარების ხელშეწყობისთვის საჭიროა მსხვილი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზება საქართველოს საფონდო ბირჟის მეშვეობით და საპენსიო რეფორმის დაწყება.

“პოტენციურად ყველაზე დიდი ეფექტის მომტანი რაც შეიძლება მთავრობამ განახორციელოს, მსხვილი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზებაა საქართველოს საფონდო ბირჟის მეშვეობით, ანუ იგივე მოდელის გამოყენება რაც პოლონეთში და სამხრეთ კორეაში გამოიყენეს. მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება. საუბარია საქართველოს რკინიგზაზე, ნავთობისა და გაზის კორპორაციაზე. ეს არის კომპანიები, რომლების მიმართაც უცხოელ ინვესტორებს აქვთ ძალიან დიდი ინტერესი, ასევე ქართველ ინვესტორებსაც. ასეთი კომპანიების გამოსვლა ბირჟაზე იწვევს ორმაგ ეფექტს: მოცულობა საჯარო განთავსების არის საკმაოდ დიდი, რაც ჩვენი ბაზრისთვის ყველაზე კრიტიკულია, მისი პრობლემაც სიმცირეში მდგომარეობს, ინვესტორები უბრალოდ არ შემოდიან ასეთ პატარა ბაზარზე“ - განაცხადა ფარესიშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები