მთავრობა ჭუბერის სტიქიის 3D-ში მოდელირებულ ვიზუალურ ვერსიას ამზადებს.
ამის შესახებ გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სტიქია ჰესების, ამ შემთხვევაში ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან, ბუნებრივია კავშირში არ არის. რაც შეეხება ზუსტ გამომწვევ მიზეზებს, ამაზე კომენტარი გააკეთეს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თუმცა სულ მალე ჩვენ 3D-ში მოდელირებულ, ვიზუალურ ვერსიას ვაჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორ მოხდა სტიქიური მოვლენების ჩამოყალიბება ნენსკრას ხეობაში. ამ საკითხს ცალსახად კომპეტენტურ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.