მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა მოსახლეობის "ვალების განულებას" იწყებს

5bf2612506ae5
BM.GE
19.11.18 11:06
15123
პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000-მდე პირს საფინანსო სექტორის დავალიანება ჩამოეწერება. ამის შესახებ ბახტაძემ მტავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მიმდინარეობდა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები და როგორც საბანკო ისე არასაბანკო კომპანიებმა გაიზიარეს ჩვენი პრინციპული პოზიცია და მივედით გადაწყვეტილებამდე. მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ ქართუს.

ე.წ. შავ სიაში დაფიქსირებული ვალების 95% შედგება სესხებიდან რომელთა ძირი არ აღემატება 2000 ლარს. ჯამში საუბარია მილიარდ ნახევარ ლარზე. ეს დავალიანება უნულდება მოსახლეობას. ამ კატეგორიაში შედის ათასობით სოციალურად დაუცველი. ვალების განულება დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. 600 ათასი მოქალაქე ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები