საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, წვევამდელები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს იტყვიან, ვალდებულები იქნებიან, ალტერნატიულ სამსახურში იმსახურონ.
„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ის, რომ შესაძლებელი იქნება, წვევამდელებმა სავალდებული სამხედრო სამსახური მოიხადონ ჩვენს სამსახურში. ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. ისინი არ მიდიან ჯარში, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო სამაშველო დანაყოფში, ისარგებლებენ შემდგომში გარკვეული პრივილეგიებით“, - განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ ალტერნატიულ სამსახურში მსახური ვალდებულება იქნება.