მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 80 მლნ ლარის 5-წლიანი ობლიგაციები გაყიდა

5ef1cd20b26e2
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.20 13:36
1076
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 80,000,000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ობლიგაციების აუქციონზე მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

"მოთხოვნამ შეადგინა 167 650 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.530 პროცენტით, მაქსიმალური 8.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.668 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში,- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით ადგილობრივი საფინანსო ბაზრიდან თანხას სესხულობს. 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის პროექტით, წელს ჯამურად 1.8 მილიარდი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღება არის დაგეგმილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები