მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ატმოსფერული ჰაერის სტანდარტი დაამტკიცა

5b59babc13a8b
BM.GE
26.07.18 16:11
555
2018 წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ინერგება ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები, რომლითაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით.

„ჩვენ მივიღეთ ევროპული დონის სტანდარტი ჰაერში ზღვრული ნორმების შესახებ, დამაბინძურებლების ზღვრული ნორმების შესახებ, აქ განსაზღვრულია სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებლების ზღვრები, მათ შორის მძიმე მეტალების და დიოქსიდების. დღეიდან, როდესაც გვექნება ატმოსფერული ჰაერის შეფასება, შესაძლებლობა გვექნება, რომ ატმოსფერული ჰაერი შევაფასოთ ევროპული პრინციპების მიხედვით. აღნიშნული სტანდარტი ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი, ეკოლოგიური პოლიტიკის ნაწილია, ერთ -ერთი ნაბიჯი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი აქტიურად საუბრობს და უახლოეს ხანებში წარმოგიდგენთ ძალიან კომპლექსურ პრეზენტაციას, საქართველოში ზოგადად, მწვანე პოლიტიკის, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის და მწვანე ეკონომიკის განვითარების შესახებ,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები