9 სექტემბრის მონაცემებით, 200 ლარიანი ერთჯერადი სოციალურ დახმარება 825 182 ბავშვს დაერიცხა, - ამის შესახებ BM.GE-ის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ჩარიცხული თანხის მოცულობა 165 036 400 ლარია.
დღევანდელი დღის 10:00 საათის მდგომარეობით, დახმარების მიღების მსურველთა რეგისტრაციის პორტალზე 541 820 მშობელი და 902 774 ბავშვია რეგისტრირებული.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება.
ინფორმაციისთვის, 200 ლარიანი ერთჯერაფი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, 200 ლარი მომდევნო პერიოდის განმავლობაში მასაც ჩაერიცხება