მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობასთან კომუნიკაცია ყოველთვის გვქონდა"

5b28f2291cf2c
ლევან თაღიაშვილი
19.06.18 17:35
676

საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ განხორციელელი ცვლილებები შეაფასა. კახა კიკნაველიძის თქმით, დადებითი მოვლენაა ის ფაქტი, რომ მეტი ყურადღება მიექცევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დაკრედიტებას.

,,ეს ცვლილებები ჩვენთვის ნაცნობია, დღესაც მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სამინისტროებთან. მოხდება აქცენტის გადატანა სამომხმარებლო დაკრეტიდებიდან უფრო მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებაზე. ჩვენ ბანკშიც ვცვლით ბიზნეს მოდელს და გაცილებით უფრო მეტი აქცენტი იქნება ზოგადად მეწარმეობის დაკრედიტებისკენ აღებული. ჩვენ მთავრობასთან კომუნიკაცია ყოველთვის გვქონდა და იმედი მაქვს რომ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო გაიზრდება’’ - განაცხადა კიკნაველიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები