მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა

5b46e4edeaf9e
BM.GE
12.07.18 09:18
1023
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, კახა კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.

"კახა კახიშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ- ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით.“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები