მთავრობამ 2025 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსი დაამტკიცა. დოკუმენტს ყოველ წელს იღებენ და ეკონომიკის სამინისტროს გათვლებს ეფუძნება როგორი იქნება ელექტროენერგიის გამომუშავება, მოხმარება, იმპორტი, ექსპორტი და სხვა.
2025 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება 15 მილიარდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება, აქედან თითქმის 4 მილიარდი თბოსადგურების გენერაცია იქნება, ხოლო დანარჩენი ჰესებისგან გამომუშავებული ელექტროენერგია. მთავრობა მოელის, რომ მომავალ წელს იმპორტი 748 მლნ კვტ.სთ იქნება და მხოლოდ იანვარში; თებერვალში, მარტსა და დეკემბერში გახდება საჭირო. რაც შეეხება ექსპორტს, საპროგნოზო ბალანსით 2025 წელს მხოლოდ 674 მლნ კვტ.სთ-ის ელექტროენერგიის ექსპორტია მოსალოდნელი ისიც ზაფხულის თვეებში. საპროგნოზო ბალანსი როგორც წესი წლის განმავლობაში კიდევ კორექტირდება ხოლმე.