მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის წმინდა დავალიანება გაზრდილია

5b1e0a130c210
თამუნა დემეტრაშვილი
11.06.18 09:34
558
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 1 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთავრობის წმინდა დავალიანება 192 მილიონი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 848 მილიონ ლარს შეადგენს. 3 მილიარდი ლარითაა გაზრდილი დანარჩენი ეკონომიკის დავალიანებაც. კერძოდ, თუკი გასული წლის 1 კვარტალში ეკონომიკის დავალიანება 19 მილიარდ 242 მილიონი ლარი იყო, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 22 მილიარდ 332 მილიონამდე გაიზრდა. მთლიანობაში შიდა კრედიტების მოცულობა 23 მილიარდ 181 მილიონს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3 მილიარდ 283 მილიონი ლარით მეტია, საიდანაც 10,4 მილიონი ლარში გაცემული სესხებია, 11 მილიონ 930 მილიონი კი უცხოურ ვალუტაში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები