მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთაწმინდაზე, შესაძლოა, წარწერა "თბილისი" გაჩნდეს

5b878fbd4fb63
BM.GE
30.08.18 10:32
2553
მთაწმინდაზე, შესაძლოა, წარწერა „თბილისი“ გაჩნდეს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქართულ-ინგლისურად ამ წარწერის გაკეთების იდეა მერიას მოქალაქემ მიაწოდა.

„ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს ფუნიკულიორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა „თბილისი“ ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ფონზე წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ მერიასთან არსებულ ისტორიულ- კულტურულ მემკვიდრეობის საბჭოზე, რამდენადაც მთაწმინდის მთა ისტორიულ-კულტურულ სივრცეში მდებარეობს და გვინდა, რომ ვიკითხოთ, ეს რამდენად შესაძლებელია“,- აცხადებს მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები