მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული: გორული "ნებიერა"

BM.GE
26.04.20 14:54
986
„კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები თუ არ მოგვცემს შეფერხებას, დაახლოებით ერთ თვეში, ვფიქრობთ ჩვენს მომხმარებლებს ქართულ იოგურტს შევთავაზებთ“. - ასე განუცხადა გორში არსებული ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერას“ დირექტორმა, ირმა კიტრიაშვილმა გორში ჩასულ bmg-ის გადამღებ ჯგუფს. მანამდე კი რძის საწარმო კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ გორის მოსახლეობას ნატურალური რძის პროდუქტების სახლში მიტანის სერვისს სთავაზობს. საწარმო „ნებიერამ“ ოპერირება 2010 წელს დაიწყო და დღის განმავლობაში ტონა რძის გადამუშავებას ახდენს, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს 7 სახეობის ნედლ რძეზე დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

ირმა კიტრიაშვილი - რძის საწარმო "ნებიერა"-ს დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები