მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად ვართ ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიცირებისთვის"

5beaaf9c9d676
ელენე გოგბერაშვილი
13.11.18 15:03
576
"თუ დაკვეთა არის საზოგადოებისგან, მზად ვართ ანტიდემპინგური კანონპროექტის ინიცირებისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს.

ანტიდემპინგური კანონპროექტი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და მისი ინიცირება წლებია პარლამენტში არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც არმატურისა და ცემენტის ქართველმა მწარმოებლებმა ირანული კომპანიები დემპინგური ფასებით ოპერირებაში დაადანაშაულეს და მათი პრობლემების შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტისთვის, ამის შემდეგ მათი ინიციატივით დაიწყო მსჯელობა, უნდა ჰქონდეს თუ არა ქვეყანას ანტიდემპინგური კანონმდებლობა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს, რომ თუ საზოგადოების დაკვეთა იქნება, სამინისტრო მზად არის კანონპროექტის ინიცირება მოახდინოს, თუმცა მანამდე ყველა მხარესთან კონსულტაციები გაგრძელდება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ აღნიშნული კანონპროექტი თუ კონსესუსი შედგება და ეს იქნება უმრავლესობის გადაწყვეტილება, რომ წარმოვადგინოთ უკვე განხილვისთვის პარლამენტში. ჩვენ მზად ვართ ასევე, რომ სანამ პარლამენტში ეს წარმოდგება, გავაგრძელოთ კონსულტაციების რეჟიმში როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერსებულ მხარესთან, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს და კონსესუსი არსებობდეს საზოგადოებაში, რომ რეალურად ეს კანონი არის საჭირო ქვეყანაში. ჩვენც ვფიქრობთ, რომ თუ ეს დაკვეთა არის საზოგადოებისგან, თუ ეს დაკვეთა მოდის ყველა დაინტერესებული მხარისგან, ამ შემთხვევაში მზადყოფნას გამოვთქვავთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოვახდინოთ პარლამენტში", - აცხადებს გენადი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები