მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნაღდი ანგარიშსწორებისას, 1 და 2-თეთრიანებს ხურდად აღარ დააბრუნებენ

5ae86e9216fbe
BM.GE
01.05.18 17:21
851
ნაღდი ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი უქმდება და პროცესში თანხის დამრგვალების სისტემა შემოდის. ცვლილებები ეროვნული ბანკის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა.

კანონპროექტით, დამრგვალების პრინციპი თანხის დამრგვალებას მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე გულისხმობს. კანონპროექტი ძალაში მომავალი წლიდან შევა.

"მაღალია 1 და 2 თეთრი ნომინალის მონეტების დამზადებაზე გასაწევი ხარჯი. საშუალოდ ეკონომიკის მომარაგება წელიწადში ჯდება: 1 თეთრი - 260 000 ლარი, 2 თეთრი - 100 000 ლარი. 1 ცალი 1 თეთრის მონეტის დამზადების ხარჯია - 0.021 ლარი, 2 თეთრის მონეტის - 0.033 ლარი. გარდა 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების დამზადება-მოწოდებასთან (დახარისხების, შენახვისა და ა. შ. ხარჯები) დაკავშირებული მაღალი ხარჯისა, რაც მათ ნომინალურ ღირებულებას ბევრად აღემატება, 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტებს გააჩნია დაბალი მსყიდველობითი უნარი, მიმოქცევაში დალექვის მაღალი პროცენტი, დამზადებისა და დამუშავების ტექნიკური სირთულეები.

ეროვნულ ბანკს უწევს მონეტების დამზადებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯის გაწევა. თანხის დამრგვალების პრინციპის მხოლოდ ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების დროს გამოყენება სწორედ ანგარიშსწორების ფორმის თავისებურებით არის გამოწვეული, ვინაიდან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მზადდება და მიმოქცევაში გაიშვება ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების განხორციელების მიზნებისთვის, მათი მიმოქცევიდან ამოღების შემთხვევაში, საჭიროა ნაღდი ანგარიშსწორების 1 თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის დამრგვალების მეთოდით შეცვლა. რაც შეეხება, უნაღდო ანგარიშსწორებას, ამ შემთხვევაში დამრგვალების მეთოდის გამოყენების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან, უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება 1 თეთრის სიზუსტით არის შესაძლებელი", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები