მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა. დღეის მდგომარეობით ბარელი ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 78 დოლარს აღწევს.

წინა კვირასთან შედარებით ფასი 5.6%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 10.5%-ით არის გაზრდილი. რაც შეხება Brent-ის ტიპის ნავთობს, მისი ფასი 81 დოლარამდეა გაზრდილი. წინა კვირასთან შედარებით ფასი 6%-ით მომატებულია, ხოლო თვიურად 9.5%-ით. WTI-ის ფასი თითქმის 78 დოლარამდეა გაზრდილი.

73 დოლარამდეა გაზრდილი რუსული ურალის ფასი. დასავლეთმა რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასი, რაც 60 დოლარს შეადგენს ბარელზე 2022 წელს დააწესეს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროკავშირის ბაზარზე საკუთარ ნავთობს 60 დოლარზე უფრო ძვირად ვერ გაყიდის, EU-ს წევრი ქვეყნები კი ბარელ რუსულ ნავთობში განსაზღვრულ ფასზე მეტს ვერ გადაიხდიან. საფასო ჭერის მიუხედავად, რუსული ნავთობის ფასი 60 დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები