NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 54% ინტერნეტს ყოველდღე იყენებს, 10% კვირაში ერთხელ მაინც, 1% თვეში ერთხელ მაინც, 5% უფრო იშვიათად, 28% არასდროს, ხოლო 1% ამბობს, რომ არ იცის ინტერნეტი რა არის.
კვირაში ერთხელ, ან უფრო ხშირად ინტერნეტს ყველაზე მეტად თბილისში იყენებს, - 81%, შემდეგ მოდის დიდი ქალაქები - 77%.
ინტერნეტს არასდროს სოფლის მაცხოვრებლების 41% იყენებს, ასევე უმცირესობათა დასახლებების 38%.
NDI-ის კვლევა 23 ივნისი - 8 ივლისის პერიოდში მიმდინრეობდა, მის ფარგლებში 2409 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.