კომპანია ნესტლე 7.2 მილიარდი დოლარის გადახდას აპირებს იმისათვის, რომ მოიპოვოს ლიცენზია Starbucks-ის პროდუქციის გასაყიდად მთელს მსოფლიოში. ინფორმაციას CNN Money ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნესტლეს უკვე აქვს დამკვიდრებული სოლიდური სახელი ყავის ინდუსტრიაში, Nescafe-სა და Nespresso-ს სახით, თუმცა ახალი შეთანხმება მხოლოდ სტარბაქსის პაკეტის ყავას გულისხმობს და ის არ შეეხება ადგილზე დამზადებულ პროდუქტს.
კომპანია Starbucks 1971 წელს დაფუძნდა და მას მთელს მსოფლიოშ 27 000-ზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი.