ნიკორა ტრეიდი 30 მილიონი ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის კვლევის "ობლიგაციების ბაზარი საქართველოში" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ობლიგაციების გამოშვებას თიბისი კაპიტალი უზრუნველყოფს.
ნიკორა ტრეიდის ხელმძღვანელი ირაკლი ბოქოლიშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ობლიგაციების გამოშვება არაუგვიანეს ივლისის დასაწყისისთვის მოხდება.
ნიკორა ტრეიდისთვის ეს ობლიგაციების პირველი გამოშვება არ არის. გასულ წელს კომპანიამ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, მანამდე კი 5 მილიონი დოლარის.