მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში UnitedHealthcare-ის დირექტორი, ბრაიან ტომპსონი მოკლეს

ბრაიან ტომპსონი

ნიუ-იორკის ფინანსური ცენტრის შუაგულში, მანჰეტენის კუნძულზე, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის, UnitedHealthcare-ის გენერალური დირექტორი, ბრაიან ტომპსონი მოკლეს. შემთხვევა New York Hilton Midtown-თან მოხდა, სადაც UnitedHealthcare-ის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრა იმართებოდა.

რა მოტივით მოქმედებდა მკვლელი, რომელსაც პოლიცია ამ დროისთვის ეძებს, ჯერჯერობით, უცნობია. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მკვლელი მომზადებული იყო, რაზედაც მაყუჩიანი პისტოლეტის გამოყენება მიუთითებს.

UnitedHealthcare-ის დირექტორად ბრაიან ტომპსონი 2021 წლის აპრილში დაინიშნა, მაგრამ მთლიანობაში, ამერიკელ მენეჯერს კომპანიაში თითქმის 21 წელი ჰქონდა გატარებული, რა დროსაც კორპორაციული სტრუქტურის ყველა საფეხური გაიარა. UnitedHealthcare-ში ბრაიან ტომპსონი 140,000-იან შტატს ხელმძღვანელობდა.

თავად ეს კომპანია UnitedHealth Group-ის შვილობილია. ჰოლდინგური კომპანიის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ის $562 მილიარდად არის შეფასებული. ამ მაჩვენებლით, ჯანდაცვის და დაზღვევის სექტორებში ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. 2023 წელს, UnitedHealth Group-მა $371.6 მილიარდის შემოსავალი და $22.4 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები