მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში - 2018 წლის გამარჯვებულები

5bbb43d1ec222
BM.GE
08.10.18 15:47
761
2018 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ ეკონომისტებს ვილიამ ნორდჰაუსს და პოლ რომერს გადაეცათ. ეკონომისტებს პრემია თემის კვლევისთვის და შეტანილი წვლილისთვის - „ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი გრძელვადიანი ფაქტორები“ - გადაეცათ.

ნორდჰაუსი აქცენტს აკეთებს გარემოს ზემოქედებაზე (მათ შორის კლიმატის ცვლილებებზე) ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო რომერი კი ტექნოლოგიურ სიახლეებზე.

2018 წელს, მედიცინის დარგში ნობელის პრემიის მფლობელები უკვე გახდნენ ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარები ჯეიმს ელისონსი და კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარი, ტასუკუ ჰონჯო, კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდის გამოგონებისთვის.

გასულ წელს კი ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ამერიკელ ეკონომისტს რიჩარდ ტალერს მიენიჭა. მას პრიზი ქცევით ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები