მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკა" გაფართოებაში 600 ათას ლარს ჩადებს

5b13a604446db
მაია ბიწაძე
03.06.18 14:00
3679
"ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკაში“ ახალი, თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი სასაკლაო კეთდება, რომელიც ექსპლუატაციაში აგვისტოს ბოლოს შევა, - ამის შესახებ Bm.ge-ს ფაბრიკის დამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალი სასაკლაო პროდუქციის წარმოებას ორჯერ გაზრდის და დღეში 6 ათასი ფრთა ფრინველის გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. ახალი სასაკლაოს მოწყობაში 200 ათასი დოლარის ინვესტიცია იდება.

კომპანიას გაფართოების გეგმაც აქვს, რაშიც 600 ათასი ლარის ინვესტირებას აპირებს. ინვესტიცია ფაბრიკის ტევადობას 27%-ით გაზრდის.

“ამჟამად ფაბრიკის ტევადობა 150 ათასია, გვაქვს შვიდი საფრინველე. მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საფრინველეები ავაშენოთ, რაც ტევადობას 40 ათასი ფრთით გაზრდის“, - განაცხადა მამუკა ნოზაძემ. მისივე თქმით, იგეგმება ახალი ინკუბატორის მშენებლობაც, რომელიც ევროპული წარმოების დანადგარებით აღიჭურვება.

„ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკა“ საფირმო მაღაზიების ქსელსაც აფართოებს. ხელმძღვანელის თქმით, არსებულ სამ მაღაზიას, კიდევ ექვსი დაემატება. მაღაზიები თბილისში, ასევე მუხრანში, ფაბრიკის ტერიტორიაზე და ავტობანის გასწვრივ განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები