მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NTV-PLUS-ის ადგილობრივი პარტნიორი განცხადებას ავრცელებს

5aceffffaf4d8
BM.GE
12.04.18 10:42
1406
"მედია ჯგუფი“, კომპანია „ნტვ პლუს“-ის პარტნიორი გახდა და საქართველოს ტერიტორიაზე ფასიანი თანამგზავრული სერვისის განხორციელებას გეგმავს. კომპანია საქართველოს ბაზარზე თავის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"ამ დრომდე ბაზარზე არალეგალური ტრანზიტის პრობლემა კვლავ აქტუალურია-არალეგალური სერვისებით ქვეყანაში 300 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. შედეგად, თვეში საშუალოდ 1 500 000 $ საქართველოდან გაედინება ყოველგვარი აღრიცხვის ან რეგულაციის გარეშე.

„მედია ჯგუფი“-ს მიზანია მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და თითოეულმა აბონენტმა მიიღოს ლეგალური სერვისი, რის შედეგადაც მომხმარებლისგან მიღებული შემოსავალი დარჩება საქართველოში. შესაბამისად, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ამ თემების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა და მოცემული საკითხით აპელირება.

„ნტვ პლუსი“-ს კომერციული გაშვების შემდეგ მომხმარებლისთვის უკვე ლეგალური გახდება ხელმისაწვდომი ის საერთაშორისო და რუსული მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხები, რომლებიც ამ დღემდე კანონის და რეგულაციების გვერდის ავლით ოპერირებდა აღნიშნული კომპანიის სახელით. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, მოცემული არხების ტრანსლირება ხდება საქართველოში არსებული ყველა წამყვანი საკაბელო კომპანიის მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები