მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნება“ - 40.64%, ენმ - 29.38% - ცესკო თბილისში პარტიების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს

61592c9aad24a
თელარა გელანტია
03.10.21 08:05
3350
ცესკო-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, დილის 07:30 საათის მდგომარეობით, თბილისის 769 საარჩევნო უბნიდან 163 უბანია დათვლილი, რაც ხმების 21.2%-ს წარმოადგენს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისში პარტიების შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ — 40.64%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 29.38%;
„გახარია — საქართველოსთვის“ — 8.49%;
„ლელო“ — 3.37 %;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ — 2.99%
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ — 2.37 %;
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ —2.24%;
„ელენე ხოშტარია – დროა“ — 1.97 %;
„გირჩი“ — 1.44 %;
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — 1.69%;
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — 1.38 %;
„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — 1.07%;
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ — 1.06%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათი მონაცემები ამ დროისათვის 1%-ზე ნაკლებია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, „ოცნებამ“ 49%-მდე მიიღო, ენმ-მ - 31%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები