„ომეგა ჯგუფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და „სიქფას“ სასამართლოში უჩივის.
აღნიშნული კომპანიის დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრფინგზე განაცხადა.
„2018 წლის 7 დეკემბერს „ომეგა ჯგუფს“ შეაქვს სარჩელი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანია „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას“ წინააღმდეგ. სასამართლოსგან მოვითხოვთ, შეწყდეს ჯგუფის წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებები და დაუყონებლივ გაიცეს აქციზური მარკები იმისთვის, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს საწარმოო პროცესი“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.