საავტომობილო მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანიების, Onsemi-ის და Allegro MicroSystems-ის გარიგება, რომლის მოცულობა 6.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ოფიციალურად ჩაიშალა.
როგორც Onsemi-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, კომპანია შედარებით მცირე ზომის კონკურენტის შესყიდვით აღარ არის დაინტერესებული, რადგან Allegro-ს მენეჯმენტის მხრიდან არ ჩანდა შესაბამისი მზაობა, რათა კომპანიების შერწყმა წარმატებით შემდგარიყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, გარიგების ჩაშლა ბაზარზე არსებულ მძიმე ვითარებას და Onsemi-ის ფინანსური შედეგების გაუარესებას უკავშირდება, რომელსაც ხარჯების შემცირების მიზნით, 2400 თანამშრომლის განთავისუფლება მოუწია.