მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში ხორბლის ფასი 14%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

ხორბალი კახეთი
13.11.24 16:40
625

Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში ხორბლის ფასი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, საფრანგეთში ათწლეულის ყველაზე ცუდი მოსავალი დაფიქსირდა, სირთულეების შენარჩუნება კი მომავალ სეზონზეც არის მოსალოდნელი, რადგანაც ძლიერი წვიმის გამო, ზამთრის თესვა გვიანდება.

"რუსეთში თესვის პროცესს ზედმეტად მშრალი ამინდი უშლის ხელს. შედეგად, ქვეყანაში 2025 წელს 80 მლნ ტონა ხორბლის მოსავალს ელიან (ზედიზედ მე-3 წლიური კლება), რაც გლობალურ მიწოდებაზე წნეხს კიდევ უფრო აძლიერებს,"- აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები