ოქტომბერში თურქეთში ინფლაციამ 25.2% შეადგინა
ოქტომბერში რეგიონის ქვეყნებში, გარდა თურქეთისა, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მსგავსი დინამიკით ხასიათდება. კერძოდ, 2018 წლის ოქტომბერში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 25.2% შეადგინა. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, შედარებით დაბალი იყო ინფლაციის დონე რუსეთსა (3.5%) და სომხეთში (2.8%). რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2018 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასებმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით მოიმატა.