მომდევნო თვიდან, ოქტომბრიდან, მომხმარებელს ინტერნეტის ხარისხისა და სიჩქარის შემოწმება პირადად შეეძლება. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვახტანგ აბაშიძის ინფორმაციით, მოხმარებელი და კომისია შეძლებენ გააკონტროლონ, რამდენად ზუსტად ასრულებს ინტერნეტის პროვაიდერი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს: აწვდის თუ არა მომხმარებელს ინტერნეტს იმ ხარისხითა და სიჩქარით, რისი ვალდებულებაც აღებული აქვს ხელშეკრულებით.
„კომისიამ დაადგინა სტანდარტები თუ რა სტანდარტებთ უნდა მოემსახუროს პროვაიდერი კომპანია მოხმარებელს და დაავალდებულა კომპანიები, რომ 2018 წლის 15 აგვისტომდე აესახათ ეს სტანდარტები მომხმარებელთა ხელშეკრულებებში. ჩვენი ინფორმაციით, ეს ვალდებულება კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეასრულა.
რამდენად შეასრულებენ კომპანიები ამ ვალდებულებებს მომხმარებელთან მიმართებაში, ამის შემოწმება შეეძლება კომისიას და თავად მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. საუბარია ინტერენტის ხარისხსა და სიჩქარზე“,- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.