„ქართუ ბანკი არ შედის ყველაზე რენტაბელური ბანკების რიცხვში, ყველაზე რენტაბელური ბანკები ქვეყანაში საქართველოს ბანკი და თიბისია“, - ამბობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ქართუ ბანკი მან იმისთვის გახსნა, რომ სისტემას დახმარებოდა.
„საბანკო სისტემა ქვეყანაში აუცილებელია, რომ ეკონომიკა განვითარდეს.
დღესაც მზად ვარ ბანკებს დავეხმარო, მათი წინააღმდეგი არ ვარ. თუმცა, მთელი საქართველო ვალებში არ უნდა ჩაიძიროს და ეს პროცესი დასარეგულირებელია.
ქართუ ბანკშიც კი რენტაბელურობა არის ნორმის ქვემოთ და თუ ნახავენ რამდენი შემომიტანია საკუთარი კაპიტალი, არაფერი მაღალი იქ არ არის. ჩემმა კაპიტალმა ბანკში მოიკლო, რაც შემოტანილი მაქვს 200 მლნ დოლარი, შემცირდა, დევალვაციას და ა.შ. გადაყვა.
მინდა რომ ისევ მესამე ბანკი გაჩნდეს, და ამ ფონს ველდოები, რომ ისეთმა არ იყიდოს და დაიხუროს... ორი ბანკი ცოტააა, კარგია ორი დიდი ბანკი, მაგრამ არ უნდა გაჩნდეს მონოპოლიზების საფრთხე“, - ამბობს ივანიშვილი.