"საკითხზე ცხადია ინფორმირებულები ვართ. მთავარია, რომ აღნიშნული სამართლებრივი ღონისძიებების გატარებამ საფრთხე არ შეუქმნას ბიზნესის ფუნქციონირებას და უწყვეტობას. ჩემთვის ცნობილია, რომ ბიზნესი ფუნქციონირებს და აღნიშნული დოკუმენტაციის ამოღებას არ გამოუწვევია ბიზნესის შეფერხება. რაც შეეხება, უშუალოდ იმ მიზანს, რა მიზნითაც პროკურატურა მუშაობს, ამას ალბათ შესაბამისი უწყება მისცემს სამართლებრივ შეფასებას, ასეთ შემთხვევაში კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებული გარკვეული კითხვების არსებობას არ განვიხილავდი როგორც მედიაზე ზეწოლის ინსტრუმენტს. კავშირს ვერ ვხედავ მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება ერთი ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან. მოქმედება არის კანონიერი" - განაცხადა ლექვინაძემ