მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემია ახალ და საშიშ ფაზაში შედის – WHO

5eed10800c84d
თამთა ჯიჯავაძე
19.06.20 23:21
5739
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მსოფლიოს ბევრ ნაწილში პანდემია დაჩქარდა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პანდემია ახალ და საშიშ ფაზაში შედის.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ცალკეულ ქვეყნებში არსებული ვითარება, სადაც მათ შესაძლოა ახლა მეორე პიკი ჰქონდეთ, ვინაიდან დაავადება კონტროლს არ ექვემდებარება“, – განაცხადა ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირების 8 694 620 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან გამოჯანმრთელდა 4 580 585, ხოლო ვირუსს ემსხვერპლა 459 293 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები