მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Paramount-ი და Skydance Media შეერწყმებიან, გარიგების მოცულობა $28 მილიარდია

para sky

ჰოლივუდის ტიტანებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, Paramount-ი და Skydance Media ერთმანეთს შეერწყმებიან, გარიგების მოცულობა კი 28 მილიარდი დოლარია.

შეთანხმების შედეგად, შეიქმნება ახალი საწარმო, რომელიც ზემოხსენებული კომპანიების აქტივებს და ინტელექტუალურ საკუთრებას გააერთიანებს. თავად ამ გარიგების მიზანი კი კომპანიების გაძლიერება და Disney-სთვის კონკურენციის გაწევაა, რომელიც ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა.

Paramount-ის პორტფელში ისეთ ცნობილ ფილმებს შეხვდებით, როგორიცაა: „ნათლია“, „ტიტანიკი“, „ინდიანა ჯოუნსი“, „ფორესტ გამპი“, „ტრანსფორმერები“ და „ვარსკვლავური გზა“. გარდა ამისა, კომპანია MTV-ს, CBS-ს და Nickelodeon-ს ფლობს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები