საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 91 ხმით დაამტკიცა. 9 დეპუტატი წინააღმდეგი მიიღო.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 13 090 მლნ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაახლოებით, 630 მლნ ლარით აღემატება.
მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 12 863.8 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მთავრობა მომავალ წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ინფლაციის პროგნოზი 3%-ია, საბიუჯეტო დეფიციტი კი 2,6%-ზეა დაგეგმილი.
მომდევნო წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების უდიდესი ნაწილი სამ მიმართულებას მოხმარდება.
ესენია: ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს 3 968.4 მლნ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნება - 2 მილიარდ ლარს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 1 508.5 მლნ ლარით განისაზღვრება.