აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ მან კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა.
,,სოფლის პროგრამა არ არის ახირება, ეს იყო 80-დან 110 პროექტამდე ყოველწლიურად, რომლებსაც თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევდა, იყო ეს სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, თუ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. ხომ არ გვეფიქრა ამ პროგრამის აღდგენაზე? რა თქმა უნდა კარგია ჩქაროსნული მაგისტრალები, მაგრამ სოფლებში არის კონკრეტული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ამ სოფლების მაცხოვრებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა, 3 წლის წინ გაუქმდა. გასულ წელს პრემიერმა კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ პროგრამა 2019 წლიდან, მისი დახვეწის შემდეგ ამოქმედდებოდა.