მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Passport Index-ში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა

5bd09297df9fc
BM.GE
24.10.18 20:20
1361
საკონსულტაციო კომპანია Henley & partners-ის   2018 წლის ინდექსის   მიხედვით, საქართველო საერთაშირისო რეიტინგში 18 ადგილით დაწინაურდა, შედეგად ქართულმა პასპორტმა 50-ე ადგილზე გადაინაცვლა. Henley & partners-ის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. Henley & partners-ის მეთოდოლოგიით უვიზოდ ითვლება ისეთი მოგზაურობაც, როდესაც ვიზის აღება უშუალოდ დანიშნულების ქვეყნის აეროპორტში/საზღვარზეა შესაძლებელი.

Henley & partners-ის ინდექსით, უვიზოდ ყველაზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობა იაპონიის მოქალაქეებს შეუძლიათ. იაპონიის მოქალაქეთათვის მსოფლიოს 190 ქვეყნის საზღვარია ღია. 189 ქვეყნით მეორე ადგილზე საინგაპურია, ხოლო 188-ით მესამეზე საფრანგეთი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს - რუსეთის პასპორტი რეიტინგში 47 ადგილზეა, რუსეთის მოქალაქეებს უვიზოდ მსოფლიოს 119 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. აზერბაიჯანი 75-ე ადგილზეა, მის მოქალაქეებს უვიზოდ 66 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. სომხეთი 80-ე ადგილზეა, მის მოქალაქეებს მხოლოდ 61 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

რაც შეეხება თურქეთს, ის საქართველოს 1 ადგილით ჩამორჩება, მის მოქალაქეებს მსოფლიოს 111 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

ინდექსში ბოლო ადგილებს ავღანეთი და ერაყი ინაწილებენ, მათ მოქალაქეებს მხოლოდ 30 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ შესვლა.

სრული ინდექსი იხილეთ  ბმულზე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები