მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პატრიკ პენნიქსი: საკუთარ ფეხებს ვერ გაასწრებთ

5b1a9c1de05ac
ელენე კვანჭილაშვილი
08.06.18 19:40
670
"ელექტრონული მმართველობის დანერგვის ტემპი ყველა ქვეყანამ თავად უნდა აარჩიოს, იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ამა თუ იმ ქვეყანას გააჩნია“ - ასეთია ევროპის საბჭოს წარმომადგენლის პატრიკ პენნიქსის რჩევა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინტერნეტმმართველობის კუთხით განვითარებას აპირებენ.

BMG-ის პატრიკ პენნიქსთან გასაუბრების საშუალება EuroDig-ის ფარგლებში მიეცა. ეს ევროპული დიალოგია ინტერნეტმმართველობის საკითხებზე, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და რომელშიც თემით დაინტერესებული ყველა მხარე მონაწილეობდა: მთავრობა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი.
პენნიქსის თქმით, შეუძლებელია ყველა ქვეყანას ერთნაირი შესაძლებლობა ჰქონდეს, ნორმალური განვითარებიდან უცებ დიდი ნახტომი გააკეთოს ინტერნეტმმართველობის მიმართულებით.

„ზოგიერთ ვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნორმალური განვითარების დონიდან ძალიან მოკლე დროში გადაინაცვლოს თითქმის სრულად ელექტრონული მმართველობის დონეზე - ძირითადად იმიტომ მცირე ზომის არიან, აქვთ ამის ფინანსური შესაძლებლობა და იმისთვის, რომ ნახტომისებურად განვითარდნენ, ძალიან დიდ ფულს აბანდებენ ამ საქმეში“, - გვიხსნის ევროპის საბჭოს წარმომადგენელი.

პატრიკ პენნიქსის თქმითვე, აუცილებელია ამ ქვეყნების გამოცდილების დეტალურად შესწავლა. „ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყნებისგან. უნდა გავერკვეთ, რა არის ინტერნეტმმართველობის უპირატესობა და ის შეცდომები, რომლებიც ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ“, - ამბობს პატრიკ პენნიქსი.

ევროპის საბჭოს წარმომადგენლის შეფასებით, საქართველო ძალისხმევას არ აკლებს ინტერნეტმმართველობის კუთხით განვითარებას. შესაბამისად, ევროპის საბჭოს მიერ ამ მიმართულებით არსებულ მხარდაჭერას, ამ ეტაპზე წარმატებულად მიიჩნევს. პენნიქსს მიაჩნია, რომ EuroDig-ის საქართველოში ჩატარებაც ამ ძალისხმევის აღიარებაა. „როდესაც გარშემო ვიყურები და ვხედავ ადგილობრივი ბიზნესების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას- ვრწმუნდები, რომ განვითარების სწორი ტრაექტორია გაქვთ და გვაქვს არჩეული - რა თქმა უნდა, საქართველოს ტემპით: საკუთარ ფეხებს ვერ გაასწრებთ“, - ამბობს პატრიკ პენნიქსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები