განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მასწავლებლების ხელფლასები გაიზრდება, თუმცა მიხელ ბატიაშვილმა ამჯერად დეტალებზე არ ისაუბრა.
„მასწავლებლის მხრივ სამუშაო ბევრია. იქნება ეს რეპუტაციის ამაღლება თუ მათი ფინანსები. მასწავლებლების ფინანსების კუთხით მუშაობა მიდის. გადაიხედება მასწავლებლის ხელფასი. პედაგოგების შემთხვევაში მოხდება ანაზღაურების ზრდა, თუმცა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა