ამერიკულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ, Pfizer-მა ახალი თაობის წონაში კლების მედიკამენტზე მუშაობა შეწყვიტა. როგორც ირკვევა, ტესტირების პროცესში, საცდელმა წამალმა ერთ-ერთი პაციენტის ღვიძლის დაზიანება გამოიწვია, რის გამოც კომპანიამ პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.
Danuglipron-ის სახელით ცნობილ მედიკამენტს კონკურენცია Novo Nordisk-ის და Eli Lilly-ის წონაში კლების პრეპარატებისათვის უნდა გაეწია, თუმცა პროექტი წარმატებული ვერ გამოდგა.
ამ ეტაპზე Pfizer-ის ხელმძღვანელობა ინვესტორებს იმედგამაცრუებელი შედეგების გამო ბოდიშს უხდის და პირობას დებს, რომ კომპანია ინოვაციური მედიკამენტების შექმნა-განვითარებას არ შეწყვეტს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, Pfizer-ის აქციების შეფასება 64%-ითაა შემცირებული და მისი საბაზრო შეფასება ამჟამად $124 მილიარდს შეადგენს.