მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

პირთა წრე, რომლებსაც PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, ფართოვდება - მთავრობა

პირთა წრე, რომლებსაც PCR ტესტირება ჩაუტარდებათ - ფართოვდება, - გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე ეპიდემილოგიური ვითარების გამო მიიღო.

„გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შესაბამისი უწყებები ტესტირებების გაფართოებაზე მუშაობენ.

მთავრობის დადგენილებით უახლოეს დღეებში განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ. მათ შორის, კოვიდ-19-ზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელებისა და სხვა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს ან ოჯახის ექიმს მიმართავენ“, - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები